პირველი ქართული ფრენჩაიზის 34-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

პირველი ქართული ფრენჩაიზის 34-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

პირველი ქართული ფრენჩაიზის "შავი ლომის" შემადგენლობა ცნობილია. საქართველოს რაგბის კავშირი რამდენიმე დღის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ, პოზიციების მიხედვით ასახელებდა იმ მორაგბეების ვინაობას, რომლებიც "შავი ლომის" ღირსებას დაიცავენ. 

საბოლოო ჯამში, რაგბის კავშირის მიერ 34 მორაგბის დაკონტრაქტება მოხდა - 19 მორკინალის და 15 უკანახაზელის. უმეტესი მათგანი დიდი 10-ის კლუბებიდან არიან. გარდა ამისა, "შავი ლომის" რიგებში იასპარეზებენ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მორაგბე შალვა მამუკაშვილი, ნიკო აფციაური ფრენჩაიზს რუსული "კრასნი იარიდან" შეუერთდა, ხოლო ნიკოლოზ ხატიაშვილი ამერიკული "ჰიუსტონიდან".  

"შავი ლომის" 34-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება:

შერკინება

ბურჯები:
მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკა ხატიაშვილი, დავით ლაზვიაშვილი, გიორგი პერტაია, ნიკა პატარაია;

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი, გიორგი ხუროშვილი, თენგიზ ზამთარაძე;

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, დავით გიგაური;

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ლუკა ივანიშვილი, ნიკო აფციაური, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე აქუბარდია;

უკანა ხაზი

ღერძი:
თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი;

შუამარბები:
მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, ლაშა ლომიძე, გურამ ქანდაურიშვილი;

ფრთები და ფულბექები:
აკაკი ტაბუცაძე, სანდრო სვანიძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი, მირიან მოდებაძე, სოსო მათიაშვილი, ლაშა ხმალაძე. 

შეგახსენებთ, რომ "შავი ლომი" სექტემბრიდან "რაგბი ევროპის" და "მსოფლიო რაგბის" მიერ ორგანიზებულ ახალ ტურნირზე იასპარეზებს, რომელსაც "რაგბი ევროპის სუპერ თასი" ერქმევა. სადებიუტო სეზონშიც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას - 2 კლუბი და 6 ფრენჩაიზი, რომლებიც ორ ოთხგუნდიან დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში გადანაწილდებიან. 

დასავლეთ კონფერენციაში "კასტილია და ლეონი იბერიანსი" (ესპანეთი), "ბრიუსელ დევილსი" (ბელგია), "დელტა" (ნიდერლანდები) და "ლუზიტანოს XV" (პორტუგალია) ითამაშებენ, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში, მას შემდეგ, რაც გერმანიამ და რუმინეთმა წლევანდელ სეზონში თამაშზე უარი თქვეს, ორი რუსული კლუბი "ენისეი" და პენზას "ლოკომოტივი", ებრაული "თელ-ავივ ჰითი" და პირველი ქართული ფრენჩაიზი "ბლექ ლაიონსი" ითამაშებენ. 

ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გუნდი ერთმანეთის წინააღმდეგ შინ და გასვლაზე ითამაშებენ. თითოეული კონფერენციის ორ-ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავლენ.

ჯგუფური ეტაპის მატჩები სექტემბერ-დეკემბერში გაიმართება (18-19 და 25-26 სექტემბერი, 23-24 და 30-31 ოქტომბერი და 4-5 და 11-12 დეკემბერი), ნახევარფინალები აპრილში შედგება, ხოლო ფინალი 2022 წლის მაისში გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"