სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

"ენისეიმ" რუსეთის ჩემპიონატის 2021/2022 წლების სეზონისთვის 44-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა.
კრასნოიარსკელთა განაცხადში ერთი ქართველია - ფრთა დავით მესხი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში დებიუტი ივლისის ტესტებზე უნდა ჰქონოდა, თუმცა ტრავმის გამო ეს ვერ მოხერხდა. რუსეთის ჩემპიონის რიგებში არ ფიგურირებს მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც წლებია ციმბირელთა გამორჩეული ლიდერია. ამის მიზეზი "ბორჯღალოსანი" მესამეხაზელის მძიმე ტრავმაა, რომელმაც 26 ივლისს ნიდერლანდებთან მოგებულ მატჩში მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და თამაშს მარტამდე ვერ მოახერხებს. შესაბამისად, გაჩეჩილაძე "ენისეის" რუსეთის ჩემპიონატის მეორე ნახევარში დაეხმარება, რომელიც 24 ოქტომბერს დაწყებული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ 9-10 აპრილს განახლდება.
აღსანიშნავია, რომ "ენისეის" განაცხადში ხუთი სამხრეთაფრიკელი მორაგბე ფიგურირებს: 24 წლის ბურჯი ნიკოლას იაკობუს ესტჰუიზენი, 22 წლის კვაჭი პიჯეი იაკობსი, 29 წლის მესამეხაზელი ფრიედლი ოლივიერი, 23 წლის ფულბექი ერლ დოუვრი და 27 წლის მეორე/მესამეხაზელი კარელ დუ პრია.
"ენისეი" რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში 27 ივლისს გასვლაზე "როსტოვს" ეთამაშება, რომელიც უმაღლეს ლიგაში წელს აღზევდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.