სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლენდმა სამხრეთ აფრიკასთან 24 ივლისს გასამართი პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
"ლომების" სასტარტო თხუთმეტეულში ყველაზე მეტი ექვსი ინგლისელი მორაგბეა, ხოლო ირლანდიიდან, უელსიდან და შოტლანდიიდან სამ-სამი მოთამაშე მოხვდნენ ძირითად შემადგენლობაში. მარქაფაში კი ოთხივე ქვეყანას ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავს.
უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ალან უინ ჯონსის ძირითად შემადგენლობაში ყოფნა. ლეგენდარულმა მეორეხაზელმა 26 ივნისს იაპონიასთან გასახურებელ ტესტ-მატჩში ტრავმა მიიღო და წინასწარი დიაგნოზით, "ლომების" სამხრეთაფრიკული ტურნე საერთოდ უნდა გამოეტოვებინა, თუმცა სამ კვირაში დაბრუნება მოახერხა და "სტორმერსთან" მატჩში შეცვლაზე ითამაშა კიდეც, ხოლო შაბათს სასტარტოში იქნება და "ლომებს" უკაპიტნებს.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები სამი კვირის განმავლობაში სამმატჩიან სერიას გამართავენ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.