სამხრეთ აფრიკის ნაკრების შემადგენლობა ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინააღმდეგ

სამხრეთ აფრიკის ნაკრების შემადგენლობა ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინააღმდეგ

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნინაბერმა 24 ივლისს ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

"სპრინგბოკსის" სასტარტო თხუთმეტეულში 11 ისეთი მორაგბეა, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში ინგლისის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. უკანა ხაზში მყოფი შვიდივე მოთამაშე ინგლისთან მატჩში სასტარტოში იყვნენ, ხოლო შერკინებიდან მბონგბი მბონამბიმ, ებენ ეტზებეტმა, სია კოლისიმ და პიტერ-სტეფ დუ ტოიმ დაიწყეს თავიდანვე თამაში, მეორეხაზელი ფრანკო მოსტერტი კი ფინალურ მატჩში 21-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე.

როგორც მოსალოდნელი იყო, ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო დუეინ ვერმულენმა და რვა ნომრის პოზიციაზე კვაგა სმიტი ითამაშებს. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდა მეორეხაზელი ლუდ დე იახერი, რომელიც თამაშში შეცვლიდან ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები სამი კვირის განმავლობაში სამმატჩიან სერიას გამართავენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)