ჟაკ ნინაბერმა ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან სამმატჩიან სერიამდე 10 მორაგბე დაითხოვა

ჟაკ ნინაბერმა ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან სამმატჩიან სერიამდე 10 მორაგბე დაითხოვა

24 ივლისს სამხრეთ აფრიკის ნაკრების და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამმატჩიანი სერია აიღებს სტარტს და სამი კვირის განმავლობაში, გულშემატკივარი დიდებულ სანახაობას იხილავს. 

სამმატჩიანი სერიის დაწყებამდე, სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნინაბერმა 47-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა 37 კაცამდე შეკვეცა და 10 მორაგბე შინ გაუშვა. ნინაბერის გადაწყვეტილებით, განაცხადიდან ამოვარდნენ: ჟან-ლუკ დუ პრია (მესამე ხაზი), დენ დუ პრია (მეორე/მესამე ხაზი), კონი ოსტჰუიზენი (ბურჯი), ვანდისილე სიმელანე (შუამარბი), ფეზ მბათა (კვაჭი), სკარა ნტუბენი (კვაჭი), სანელე ნოჰამბა (ჰავბექი), ლიზო გქობოკა (ბურჯი), იავ პენქსი (ფრთა) და როსკო სპეკმანი (ფრთა). 

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან სამმატჩიან სერიამდე, "სპრინგბოკსმა" ერთი მატჩი საქართველოს ნაკრებთან გამართა, ხოლო მეორე მატჩი კორონავირუსის გამო გაუქმდა, რის შემდეგაც მსოფლიო ჩემპიონებმა გასახურებლად ორი მატჩი "ა" ნაკრების სახელით გამართეს - "ბულზის" და "ლომების" წინააღმდეგ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)