სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რამდენიმე დღის წინ, 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ურუგვაის ნაკრები მონტევიდეოში ჩილეს დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 15:10 აჯობა. პირველი ნახევარი ჩილეს გამარჯვებით 7:10 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში მასპინძლებმა თითო ლელოს და ჯარიმის გატანა მოახერხეს.
ეს გახლავთ სამხრეთ ამერიკის ზონის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი, რომლის ჯგუფურ ეტაპზეც ურუგვაის, ბრაზილიის და ჩილეს ნაკრებები ასპარეზობენ და ერთმანეთთან თითოჯერ უწევთ დაპირისპირება, რის შემდეგაც გამარჯვებული გუნდი ჩრდილოეთ ამერიკის ზონის გამარჯვებულს შეხვდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის პირველ ადგილოსნებიდან გამარჯვებული ამერიკა 1-ის სტატუსს მოიპოვებს და მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს, ხოლო ფინალში დამარცხებული ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მეორე ადგილოსნებიდან გამარჯვებულს შეხვდება და ამათგან მოგებული ამერიკა 2-ის სტატუსით გავა მსოფლიო თასზე, დამარცხებული კი ამერიკა 3-ის სტატუსით რეპეშაჟში გადაინაცვლებს.
გეტყვით, რომ სამხრეთ ამერიკის ზონის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდზე ბრაზილიამ პარაგვაი 29:0 დაამარცხა, ხოლო ჩილეს და კოლუმბიის მატჩი იმის გამო გაუქმდა, რომ კოლუმბიელთა რიგებში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა და გამარჯვება ჩილეს ჩაეთვალა. მეორე ეტაპის პირველ მატჩში კი ჩილემ ბრაზილია 23:13 დაამარცხა.
დასკვნით მატჩში 25 ივლისს ურუგვაი ბრაზილიას ეთამაშება, ფრის შემთხვევაშიც პირველ ადგილზე გადავა და აშშ/კანადას შორის გამარჯვებულს დაელოდება. გეტყვით, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ზონაში აშშ-ის და კანადის ნაკრებები ერთმანეთს 4 და 11 სექტემბერს შეხვდებიან, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის გამარჯვებული ერთმანეთს 2 და 9 ოქტომბერს შეერკინებიან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.