პატარძეულელთა და ბერლინელთა მეგობრობა გრძელდება - ვრცლად ზურაბ ამონაშვილის ვიზიტის შესახებ

პატარძეულელთა და ბერლინელთა მეგობრობა გრძელდება - ვრცლად ზურაბ ამონაშვილის ვიზიტის შესახებ

პატარძეულის "ვეფხვების" და გერმანული სარაგბო კლუბ "ბერლინერის" მეგობრობა გრძელდება. ამ კლუბების ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლის. 2018 წელს პატარძეულელები რამდენიმე საფესტივალო და ჭაბუკთა გუნდით ეწვივნენ ბერლინს, გერმანელებს კი, საპასუხოდ, კახეთში უმასპინძლეს. 

სარაგბო კლუბებს შორის მჭიდრო კავშირი მიზნად არა მხოლოდ სარაგბო სპორტული თავისებურებების, არამედ კულტურული ფასეულობების გაცნობასაც ისახავს მიზნად. 

ამჯერად, ბერლინს "ვეფხვების" და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი სტუმრობს, რომელიც გერმანიის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და რაგბის კლუბ "ბერლინერს" გამოცდილებას უზიარებს.

პანდემიის გამო გერმანული რაგბი დიდი ხანია დაპაუზებულია. კლუბების უმრავლესობის თხოვნიდან გამომდინარე, 2020/2021 წლების სეზონის ბუნდესლიგა არ ჩატარებულა, ხოლო 2021/2022 წლების სეზონი 4 სექტემბერს აიღებს სტარტს. "ბერლინერი" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ახალი სეზონისთვის ემზადება და ასეთ ვითარებაში, ამონაშვილის ვიზიტი მათთვის კიდევ უფრო სასარგებლო და მნიშვნელოვანია. 

გეტყვით, რომ "ბერლინერის" მწვრთნელი ქართველი გახლავთ - დავით გიორგობიანი. გთავაზობთ მის და ზურაბ ამონაშვილის ინტერვიუებს, რომლებიც აღნიშნული ვიზიტის და თანამშრომლობის შესახებ უფრო ვრცლად საუბრობენ. 

დავით გიორგობიანი - რაგბის კლუბი ბერლინერის მწვრთნელი

"რაგბის კლუბი ბერლინერი შექიმნა 1926 წელს, ჩვენ ვთამაშობთ გერმანიის უმაღლეს სარაგბო დივიზიაში  წლების განამავლობაში. გვყავს 3 გუნდი, რომელიც პერსპექტიული ახალგაზრდა მორაგბეებით არიან დაკომპლექტებული. შესაძლებელია ითქვას, რომ ამაყნი ვართ ჩვენი ახალგაზრდებითა და სისტემით, რომლის წარმატებასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ჩვენი აღზრდილი მორაგბეები ავსებენ გერმანიის ეროვნულ და შვიდკაცა ნაკრებს, ზოგიერთი მათგანი კი თამაშს განაგრძობს ისეთ წამყვან სარაგბო გუნდებში როგორიცაა - ფრანგული „სტად ფრანსე“, „ალბი“ თუ სხვა. კაცთა გუნდი ასპარეზობს ბუნდეს ლიგაში, ისინი ვარჯიშობენ 2-3 დღეს კვირაში და მატჩებს მართავენ უქმეებზე, მორაგბეები, ისევე როგოкც მწვრთნელები არიან მოყვარულნი, არც ერთი მათგანი არ გახლავთ პროფესიონალი, თუმცა, კლუბი ინარჩუნებს ადგილს გერმაანიის უმაღლეს სარაგბო ჩემპიონატში, უკანასკნელ წლებში მოვახერხეთ და გავედით ბუნდესლიგის ნახევარფინალში. კლუბის მიზანი ახალი გუნდის მშენებლობაა, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი იყო გადინება ეროვნულ 7-კაცა ნაკრებსა და საფრანგეთში." 

- როგორ შეაფასებდით ქართველი მწვრთნელის ზურა ამონაშვილის ვიზიტს თქვენს კლუბში?

ზურას გამოცდილების მწვრთნელის ვიზიტი  არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი კლუბისათვის, მოგეხსენებათ ძალიან რთულია ისეთი პროფესიონალის პოვნა გერმანიაში, როგორიც ზურაა. მან იმუშავა როგორც მოთამაშეებთან, ისე მწვრთნლებთან. ვარჯიშები იყო ძალიან ინტენსიური, თუმცა კარგად სტრუქტუირებული. ძირითადი აქცენტი გაკეთდა დაცვის, რაქისა და კონტ-რაქის კომპონენტზე. 18 ივლისს, ზურამ რამდენიმე პრეზენტაცია მწვრთნელებისთვისაც გამართა, ყურადღება გავამახვილეთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალებზე, რაც ვფიქრობ, ძალიან დაგვეხმარება. სამომავლოდ ვფიქრობთ მსგავსი ტიპის თანამშრომლობას, როგორც ზურა ამონაშვილთან, ასევე "ვეფხვების" მთავარ მწვრთნელთან, ზვიად ცუხიშვილთანაც.

- რაგბის კლუბ „ბერლინერს“ და პატარძეულის  „ვეფხვებს“ აქამდეც ჰქონდათ თანამშრომლობის გამოცდილება, ხომ არ იგეგემება რაიმე ახალი, რაც კლუბებს შორის თანამშრომლობასა და მეგობრობას უფრო გააღრმავებს?

- დიახ, ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა, 2018 წელს პატარძეულის „ვეფხვების“ ახალგაზრდული გუნდები იმყოფებოდნენ გერმანიაში, გაეცნენ ადგილობრივ კულტურას, დაათვალიერეს ბერლინი, გვქონდა ძალიან კარგი ტურნირი, ამის შემდგომ ჩვენ ვიმყოფებოდით საქართველოში, გვქონდა ტესტ-მატჩი და საუკეთესო საღამო რომელიც ამ ასაკის ბავშვებს როდესმე ქონიათ. მათ ძალიან მოეწონათ ის სტუმართმოყვარეობა, რომელიც დახვდათ პატარძეულში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვადევნებდით თვალს „ვეფხვების“ განვითარების დინამიკას და სასიამოვნოდ გაოცებულნი ვიყავით, ძალიან მცირე რესურსის მქონე კლუბის უმაღლეს ლიგაში აღზევების ფაქტით, ჩვენ ვითამაშეთ მათ წინააღმდეგ, რაც ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო. ვგეგმავთ სამომავლო თანამშრომლობას არა მხოლოდ მწვრთნელებისა და ახალგაზრდული გუნდების, არამედ კაცთა გუნდების დონეზეც, იქნება ეს ერთობლივი წვრთნები, ტესტ-მატჩები და ა.შ. როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში.



ზურა ამონაშვილი - პატარძეულის „ვეფხვების“ და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი

- როგორ შეაფასებდით სამუშაო ვიზიტს გერმანიაში? როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობის მატარებელი შესაძლოა იყოს მსგავსი ტიპის თანამშრომლობა კლუბისთვის, რომელსაც წარმოადგენთ? 

- საინტერესო და კარგი კლუბია ბერლინერი. კარგი ადამიანებით დაკომპლექტებული. სავარჯიშო პირობებიც კარგი აქვთ, მართალია საკუთარი მოედანი არ აქვთ, მაგრამ სადაც ვარჯიშობენ გადასარევი საფარია (ქირაობენ მოედანს). ვფიქრობ, ამ ერთმა კვირამ კარგად ჩაიარა (ვარჯიშების 90% დაცვას დაუთმეთ) გაკვირვებული ვარ იმდენად სწრაფად შეძლეს მოთამაშეებმა ახსნილი დეტალების გაგება და გმოყენება. გარემო ძალიან კარგია, მეგობრული გარემოა. კარგი არის დამოკიდებულება მწვრთნელებსა და მოთამაშეებს შორის. კაცთა გუნდში პატარა ბავშვებივით გისმენენ რომ რაიმე ახალი გაიგონ. მქონდა მწვრთნელებთან შეხვედრები გაუზიარეთ ერთმანეთს იდეები. გავაკეთე მწვრთნელებთან პრეზენტაციები. ყველაზე მთავარი რაც არის იგრძნობა ის, რომ ბიჭებს მოსწონთ ვარჯიშები. სიმართლე გითხრათ, მეც მომწონს მათთან მუშაობა.

ვმუშაობთ იმაზე, რომ შეიძლება მოსამზადებელი შეკრებები გავაკეთოთ ერთად, საქართველოში და გერმანიაში. მაქვს შემოთავაზება რომ წელიწადში რამდენიმეჯერ ჩამოვიდე და ჩავერთო ვარჯიშებში (ვნახოთ როგორ მოხერხდება) თუ იქნება ამის შესაძლებლობა, აუცილებლად ჩამოვალ. ჩემთვის პრიორიტეტი რა თქმა უნდა ნაკრები და კლუბია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ კლუბის მენეჯმენტს, მწვრთნელებს და მოთამაშეებს ასეთი კარგი მასპინძლობისთვის, გამოვთქვამ მათი დახმარებისათვის მუდმივ მზადყოფნას და წარმატებას ვუსურვებ!

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"