სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რუსეთის ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში ნიჟნი-ნოვგოროდში პორტუგალიას დაუხვდა და დიდი სხვაობით 26:49 დამარცხდა.
პორტუგალიელებმა მატჩი შესანიშნავად დაიწყეს და საწყის 15 წუთშივე 15-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ამის შემდეგ, რუსებიც გამოცოცხლდნენ, გაიბრძოლეს და შესვენებამდე მათაც ორი ლელოს დადება მოახერხეს. შესაბამისად, ტაიმი 14:20 დასრულდა.
მეორე ნახევარში პორტუგალიელებმა კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქე ოთხჯერ დაალელოვეს. რუსებმა ორი საპასუხო ლელოს დადება მოახერხეს. ანტონ სიჩევმა ბოლო ლელოს გატანა 77-ე წუთზე შეძლო და ეს ლელო იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ პორტუგალიელებს ბონუს ქულა დააკარგვინეს.
პორტუგალიელებმა პირველი ორი წაგების შემდეგ, ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს, 14 ქულა დააგროვეს და 2021 წლსი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლეს. აღსანიშნავია, რომ "მგლებს" წლევანდელ ტურნირზე ყველაზე მეტი 196 ქულა აქვთ გატანილი. მაგალითისთვის, საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 153 გატანილი ქულით დაასრულა. პორტუგალიელებმა გუშინდელ მატჩშიც ძალიან სანახაობრივად ითამაშეს და უკანახაზელებმა ბრწყინვალე ლელოებიც შემოგვთავაზეს.
შეგახსენებთ, რომ 2021 და 2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპია. საერთო ჯამში ტურნირის ორი საუკეთესო გუნდი საფრანგეთში გასამგზავრებელ საგზურს მოიპოვებს, ხოლო მესამე ადგილოსანი რეპეშაჟში გადაინაცვლებს. ![]()
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.