არგენტინამ უელსი დამაჯერებლად დაამარცხა (VIDEO)

არგენტინამ უელსი დამაჯერებლად დაამარცხა (VIDEO)

უელსის ნაკრები "ფრინსიფალითი სთედიუმზე" არგენტინას დაუხვდა და უშანსოდ 11:33 დამარცხდა. 

პირველი ნახევარი 8:17 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში "პუმებმა" საკუთარი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. ანგარიში მე-8 წუთზე ოუენ ლეინმა ლელოთი გახსნა, თუმცა მალევე სტუმრებმა სათამაშო ინიციატივა სრუალად მოიპოვეს და სამ წუთში საპასუხო ლელო მატიას მორონიმ დადო, 28-ე წუთზე კი ტომას კუბელიმ მეორე ლელო მიითვალა, ორივე გარდასახვა და ერთი ჯარიმა ნიკოლას სანჩესმა გაიტანა.

იმავე სანჩესმა მეორე ნახევარში კიდევ სამი ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა, მატჩის მიწურულს კი ლელო პაბლო მატერამ მიითვალა. მასპინძლებმა მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხეს. მათ მეორე ნახევარში 10 წუთის განმავლობაში 14 კაცით ითამაშეს, რადგან მე-60 წუთზე ჰალამ ეიმოსი ჰაერში უხეში თამაშის გამო გაასინბინეს.

როგორც იცით, 10 ივლისს ამ გუნდების მატჩი ფრედ 20:20 დასრულდა. მაშინ არგენტინელებს ხუან კრუს მალიას გაძევების გამო 50 წუთის განმავლობაში კაცნაკლულებს მოუწიათ თამაში. ასევე უნდა ითქვას, რომ უელსის ნაკრები ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეს გამო რამდენიმე წამყვანი მორაგბის გარეშე ასპარეზობდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)