სამოამ ტონგა დამაჯერებლად დაამარცხა და 2023 წლის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა

სამოამ ტონგა დამაჯერებლად დაამარცხა და 2023 წლის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა

სამოას ნაკრებმა ტონგა მეორე მატჩშიც დაამარცხა და 2023 წლის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა.

პირველ მატჩში "მანუ სამოას" 42:13 ჰქონდა მოგებული, ხოლო დღეს გამართულ შეხვედრაში 37:15 იმარჯვა, საერთო ჯამში 79:28 აჯობა მეტოქეს და საფრანგეთში გასამგზავრებელი საგზური ძალიან იოლად გაინაღდა.

სამოა მსოფლიო თასზე D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ინგლისი, იაპონია, არგენტინა და ამერიკა 2-ის საგზურის მფლობელი იქნებიან. ტონგა კი პლეი-ოფში გადაინაცვლებს, სადაც ორმატჩიან დუელში კუკის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელთაგან გამარჯვებული მსოფლიო თასზე გავა, დამარცხებული კი რეპეშაჟში გადაინაცვლებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)