ოფიციალურად: დემეტრე ცაბაძე კარიერას საფრანგეთში განაგრძობს

ოფიციალურად: დემეტრე ცაბაძე კარიერას საფრანგეთში განაგრძობს

რუსთავის "ხარების" კვაჭი დემეტრე ცაბაძე კარიერას ფრანგულ "შატორენარში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს ფრანგული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

24 წლის ცაბაძე "შატორენარის" ღირსებას 2021/2022 წლების სეზონში დაიცავს. აღსანიშნავია, რომ ამავე კლუბში დემეტრეს მამა, ლეგენდარული ქართველი ბურჯი ლევან ცაბაძე, იგივე "ლეონსიო" ირჯებოდა, რომელიც "შატორენარის" გარდა, "ნარბონში", "კასტრში" და "კლერმონში" თამაშობდა. 

"შატორენარი" 2021/2022 წლების სეზონს ფედერალ 1-ის მეორე ჯგუფში გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ცაბაძე რუსთავის "ხარებში" 2020 წლის ზაფხულში თბილისის "არმიიდან" გადავიდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)