ლევან მაისაშვილი ჰოსპიტალიზებულია - მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ლევან მაისაშვილი ჰოსპიტალიზებულია - მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

კოვიდ 19-ით ინფიცირებული ლევან მაისაშვილი ჰოსპიტალიზებულია. ქართულ და უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოვიდინფიცირებული საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ის იოჰანესბურგის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც ირკვევა, "ბორჯღალოსნების" მთავარ მწვრთნელს ფილტვები აქვს დაზიანებული. მაისაშვილის მდგომარეობა თავიდან კრიტიკულად მძიმე იყო, ახლა კი სტაბილურად მძიმეა. 

საქართველოს ნაკრებში კორონავირუსის შემთხვევები სამხრეთ აფრიკასთან გამართული პირველი ტესტ-მატჩის შემდეგ გამოვლინდა, რის გამოც 10 ივლისს "სპრინგბოკსთან" გასამართი მეორე მატჩი და 17 ივლისს შოტლანდიასთან ჩანიშნული შეხვედრა გაუქმდა. 

"ბორჯღალოსნების" მთავარ მწვრთნელს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ! 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)