სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ლეგენდარულმა ალან უინ ჯონსმა ტრავმა მოიშუშა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების რიგებს დაუბრუნდა.
35 წლის მეორეხაზელმა ტრავმა 26 ივნისს იაპონიის ნაკრებთან სამხრეთაფრიკული ტურნესთვის გასახურებელ მატჩში მიიღო. მან შეხვედრის მეშვიდე წუთზე მხარი იღრძო და არსებული დიაგნოზით, "ლომების" ტურნე უნდა გამოეტოვებინა, თუმცა ვეტერანმა მეორეხაზელმა ტრავმის მოშუშება სამ კვირაში მოახერხა და 17 ივლისს კეიპ ტაუნში "სტორმერსთან" გასამართ მატჩში მონაწილეობასაც მიიღებს. ის მარქაფაში იქნება და შეცვლიდან ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ ჯონსმა შემოდგომაზე 149-ე საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა, რითაც რიჩი მაკქოუს რეკორდი დაამხო და გახდა მორაგბე, რომელსაც სანაკრებო რაგბიში ყველაზე მეტი კეპი აქვს მოხვეჭილი. ამ მომენტისთვის, ჯონსს 159 საერთაშორისო ტესტ-მატჩი აქვს გამართული - 149 კეპი უელსის ნაკრებში აქვს მოხვეჭილი, ხოლო 10 - ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების რიგებში. მან წლევანდელ 6 ერზე ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო.
"სტორმერსთან" მატჩში "ლომებს" შოტლანდიის ნაკრების ფულბექი სტიუარტ ჰოგი უკაპიტნებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.