ოფიციალურად: რაგბი ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი მატჩი გადაიდო

ოფიციალურად: რაგბი ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი მატჩი გადაიდო

კოვიდ 19-ის გამო რაგბი ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი შეხვედრა გადაიდო. "რაგბი ევროპის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 17 ივლისს ამსტერდამში ნიდერლანდების და ესპანეთის ნაკრებებს შორის გასამართი დაპირისპირება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

როგორც ზემოხსენებული წყარო იუწყება, ესპანეთის ნაკრების დელეგაციაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების რჩევის შემდეგ კი გადაწყდა, რომ მატჩი 17 ივლისს აღარ შედგება. სავარაუდოდ, ეს შეხვედრა შემოდგომის ტესტების პერიოდში გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ კოვიდ 19-ის გამო ესპანეთის და რუსეთის ნაკრებების მატჩიც გადაიდო. შესაბამისად, ზაფხულის ტესტებზე ესპანეთის ნაკრები საერთოდ უთამაშებელი დარჩა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)