სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

სარაგბო კლუბმა "ბათუმმა" საზოგადოებას სამი ახალწვეული წარუდგინა.
საქართველოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონს გააძლიერებენ: თბილისის "ლოკომოტივის" მარჯვენა ბურჯი გიორგი ჩხარტიშვილი, მარნეულის "არმაზის" მგეზავი რეზი ჯინჭველაშვილი და ქუთაისის "აიას" შუამარბი ზურაბ ძნელაძე, რომელსაც საქართველოს ნაკრების კვართით 11-ჯერ უთამაშია და 2019 წლის მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა.
აქვე შეგახსენებთ, რომ "ბათუმი" შვიდმა მორაგბემ დატოვა. მარცხენა ბურჯი გოგა ქადარია, მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი, მგეზავი ლაშა ხმალაძე, შუამარბი გურამ ქანდაურიშვილი და ფრთა ალექსანდრე თოდუა პირველი ქართული ფრენჩაიზის "შავი ლომის" რიგებში ითამაშებენ, კლუბი ასევე დატოვა ამირან მიქაძემ, შოთა გოგისვანიძე კი კარიერას ფრანგულ "ანგულემში" განაგრძობს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.