ბევრი ცვლილება მსოფლიო რაგბის რეიტინგში

ბევრი ცვლილება მსოფლიო რაგბის რეიტინგში

უკანასკნელ დღეებში გამართული ტესტ-მატჩების შემდეგ, "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში მრავალი ცვლილება მოხდა, როგორც ოცეულში, ასევე უფრო ქვემოთ.

ავსტრალიის ნაკრები შინ საფრანგეთთან 26:28 დამარცხდა, რითაც 1.35 სარეიტინგო ქულა დაკარგა და მეხუთედან კვლავ მეშვიდე პოზიციამდე დაქვეითდა, საფრანგეთმა მეექვსედან მეხუთე საფეხურზე აინაცვლა, ხოლო მეექვსე ადგილზე უელსი გადავიდა, რომელმაც არგენტინასთან საშინაო ფრის (20:20) გამო 0.61 ქულა დაკარგა - თავის მხრივ ამდენივე ქულა შეემატათ "პუმებს", თუმცა ისინი კვლავ მეცხრე ადგილზე დარჩნენ.

სამოამ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩში შინ ტონგა 42:13 დაამარცხა, 1.16 ქულა მოიხვეჭა, რითაც ტონგას გადაუსწრო, მე-13 ადგილზე გადაინაცვლა და საქართველოს ნაკრებს დაუმეზობლდა. თავის მხრივ, ტონგა ორი პოზიციით დაქვეითდა, ხოლო იტალიამ მე-15 ადგილიდან ერთით წინ წაიწია. 

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში პორტუგალიამ გასვლაზე ნიდერლანდები 61:28 დაამარცხა, რითაც 1.80 ქულა მოხვეჭა, 63.90 ქულა დააგროვა, რუსეთს გადაუსწრო და ოცეულში შევიდა. ნიდერლანდებმა ამდენივე ქულა დაკარგა, თუმცა 24-ე ადგილი შეინარჩუნა.

მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილია ჩილესთან 13:23 დამარცხდა. ჩილემ 1.39 ქულა შემატა აქტივს, შვეიცარიას გადაუსწრო და 28-ე ადგილზე გადავიდა. 

ასევე მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა აფრიკის ზონაში, სადაც კოტ-დ'ივუარი შინ მადაგასკართან 19:24 დამარცხდა, 1.75 ქულა დაკარგა და 38-ედან მე-40 ადგილამდე დაქვეითდა, ხოლო მადაგასკარმა ტრინიდადი და ტობაგოს, მალაიზიას, მაროკოს, შრი-ლანკას და პარაგვაის გადაუსწრო და 52-ე დან 47-ე პოზიციამდე წაიწია წინ. ზამბია 7 ივლისს სენეგალთან 5:20, 11-ში კი კენიასთან 8:45 დამარცხდა და 66-ედან 68-ე პოზიციამდე დაქვეითდა, ხოლო სენეგალმა ხორვატიას გადაუსწრო და 45-ე ადგილი დაიკავა. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)