ბრაზილია - ჩილე 13:23 | მატჩის მიმოხილვა

ბრაზილია - ჩილე 13:23 | მატჩის მიმოხილვა

2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მონტევიდეოში ერთმანეთს ბრაზილიის და ჩილეს ნაკრებები დაუპირისპირდნენ, რომელშიც ჩილემ 23:13 იმარჯვა. 

ეს გახლავთ სამხრეთ ამერიკის ზონის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი, რომლის ჯგუფურ ეტაპზეც ურუგვაის, ბრაზილიის და ჩილეს ნაკრებები ასპარეზობენ და ერთმანეთთან თითოჯერ მოუწევთ დაპირისპირება, რის შემდეგაც გამარჯვებული გუნდი ჩრდილოეთ ამერიკის ზონის გამარჯვებულს შეხვდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის პირველ ადგილოსნებიდან გამარჯვებული ამერიკა 1-ის სტატუსს მოიპოვებს და მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს, ხოლო ფინალში დამარცხებული ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მეორე ადგილოსნებიდან გამარჯვებულს შეხვდება და ამათგან მოგებული ამერიკა 2-ის სტატუსით გავა მსოფლიო თასზე, დამარცხებული კი ამერიკა 3-ის სტატუსით რეპეშაჟში გადაინაცვლებს. 

გეტყვით, რომ სამხრეთ ამერიკის ზონის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდზე ბრაზილიამ პარაგვაი 29:0 დაამარცხა, ხოლო ჩილეს და კოლუმბიის მატჩი იმის გამო გაუქმდა, რომ კოლუმბიელთა რიგებში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა და გამარჯვება ჩილეს ჩაეთვალა. 

17 ივლისს ერთმანეთს ურუგვაის და ჩილეს ნაკრებები შეერკინებიან, ხოლო 25-ში ურუგვაის და ბრაზილიის ნაკრებების მატჩი შედგება. ჩრდილოეთ ამერიკის ზონაში აშშ-ის და კანადის ნაკრებები ერთმანეთს 4 და 11 სექტემბერს შეხვდებიან, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის გამარჯვებული ერთმანეთს 2 და 9 ოქტომბერს შეერკინებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)