სამოა - ტონგა 42:13 | მატჩის მიმოხილვა

სამოა - ტონგა 42:13 | მატჩის მიმოხილვა

2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სამოამ ტონგა 42:13 დაამარცხა და საფრანგეთში გასამგზავრებელ საგზურს მიუახლოვდა.

ეს გუნდები მეორე რაუნდში ერთმანეთს 17 ივლისს დაუპირისპირდებიან და ტონგას სხვაობის აღმოსაფხვრელად მინიმუმ 29-ქულიანი სხვაობით მოგება მართებს.

გამარჯვებული გუნდი ოკეანეთი 1-ის წოდებას მოიპოვებს და მსოფლიო თასის D ჯგუფში დაიკავებს ადგილს, სადაც მისი მეტოქეები ინგლისი, იაპონია, არგენტინა და ამერიკა 2-ის საგზურის მფლობელი გუნდი იქნებიან. 

დამარცხებული კი პლეი-ოფში გადაინაცვლებს და კუკის კუნძულებს შეხვდება, საიდანაც გამარჯვებული C ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, შოტლანდიასთან, ირლანდიასთან და ევროპა 2-ის საგზურის მფლობელთან ერთად მოხვდება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)