უელსი - არგენტინა 20:20 | მატჩის მიმოხილვა

უელსი - არგენტინა 20:20 | მატჩის მიმოხილვა

უელსის ნაკრები "ფრინსიფალითი სთედიუმზე" არგენტინას დაუხვდა და ფრედ 20:20 ეთამაშა. 

უელსი, რომელიც ივლისის ტესტებზე ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეს გამო წამყვანი მორაგბეების გარეშე ასპარეზობს, 6:3 იგებდა, როდესაც არგენტინას 29-ე წუთზე ფულბექი ხუან კრუს მალიას წითელი ბარათით სრულიად დამსახურებულად გაუძევეს და "პუმებმა" დარჩენილი 50 წუთი კაცნაკლულებმა გაატარეს. 

მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ნახევრის დასაწყისში პაბლო მატერას და ხერონიმო დე ლა ფუენტეს ლელოებით და ნიკოლას სანჩესის გარდასახვებით "პუმები" 14 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა კაცნაკლულებს დაღლა მაინც დაეტყოთ და უელსელებმა ვილ როულენდის და ტომოს უილიამსის ლელოებით და ჯეროდ ევანსის გარდასახებით წონასწორობა მაინც აღადგინეს. 

დასკვნით 5 წუთში მოგება ორივე გუნდს შეეძლო - ჯერ დომინგო მიოტის შეეძლო არგენტინისთვის 3 ქულის მოპოვება, გაწითლებულ დროში კი ევანსს შეეძლო უელსისთვის გამარჯვება მოეტანა, თუმცა ორივე დამრტყმელმა ააცილა და საბოლოო ჯამში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა - 20:20.

17 ივლისს ეს გუნდები კვლავ ერთმანეთს ეთამაშებიან.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)