ახალი ზელანდია - ფიჯი 57:23 | მატჩის მიმოხილვა

ახალი ზელანდია - ფიჯი 57:23 | მატჩის მიმოხილვა

ახალი ზელანდიის ნაკრები დანიდინში ფიჯის დაუხვდა და სანახაობრივ მატჩში 57:23 იმარჯვა. 

უნდა ითქვას, რომ ფიჯელებმა ძალიან კარგი თამაში აჩვენეს და "ოლ ბლექსმა" მათი წინააღმდეგობის გატეხვა ბოლო 15 წუთში მოახერხა. 65-ე წუთამდე ანგარიში 31:23 იყო, თუმცა დასკვნით 15 წუთში უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ და გამძლეობამ თავი იჩინა და "ოლ ბლექსმა" ოთხი უპასუხო ლელოს გატანა მოახერხა. 

საბოლოო ჯამში "ოლ ბლექსმა" 9 ლელო გაიტანა, რომელთაგან ბოდენ ბარეტმა 6 გარდასახა. ფიჯელებმა კი 3 ლელო და ორი ჯარიმა გაიტანეს. ვოლავოლამ ორივე გარდასახვა ააცილა, მესამე შემთხვევაში კი ფიჯელებს 5-მეტრიანში "ოლ ბლექსმა" მოლი ჩაუქცია და პოლ უილიამსმა საჯარიმო ლელო ჩათვალა. 
მეორე ტაიმში პოკერი გაიფორმა კვაჭმა დეინ კოულსმა, დუბლი გაიფორმა დევიდ ჰავილიმ, თითო ლელო კი ჯორდი ბარეტმა, ჯორჯ ბრიჯმა და ვილ ჯორდანმა მიითვალეს. 

ფიჯელთაგან ალბერტ ტუისუემ და მესულამე კუნავულამ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ "მფრინავ ფიჯელებს" სხვადასხვა მიზეზების გამო სემი რადრადრა, ჯოშუა ტუისოვა, ფილიპო ნაკოსი, ვილიამე მატა, ფრანკ ლომანი და ჯეილ ვატუბუა აკლდათ. 

ეს გუნდები მეორე მატჩს 17 ივლისს ჰამილტონში გამართავენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)