სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

17 ივლისს თბილისში გასამართი საქართველოს და შოტლანდიის ნაკრებების ტესტ-მატჩი გაუქმებულია - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ჯერ შოტლანდიის, შემდეგ კი საქართველოს რაგბის კავშირებმა დაადასტურეს.
მიზეზი საქართველოს ნაკრებში დაფიქსირებული კოვიდ 19-ის შემთხვევებია. "ბორჯღალოსნების" ბანაკში 6 წევრს აღმოაჩნდა კორონავირუსი რის გამოც ნაკრები 12-დღიან იზოლაციაში გადავიდა. ნაკრები შინ დაბრუნების შემდეგ 8 დღის განმავლობაში იქნება იზოლაციაში. შესაბამისად, 17 ივლისს მატჩის ჩატარება შეუძლებელი გახდა.
"სამწუხაროდ, ძალიან არ გაგვიმართლა. ვირუსის 3 შემთხვევას, ორი დღის წინ კიდევ 3 დაემატა, რაც შტამის სირთულიდან გამომდინარე უკვე დიდი ციფრია. ასეთ დროს, რეგულაციის თანახმად, შინ დაბრუნებული მოთამაშეები იზოლაციაში უნდა გადავიდნენ და ვერ ივარჯიშებენ. არის რისკი, რომ ვირუსი სხვა მოთამაშეებსაც ჰქონდეთ და ის ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ გამოვლინდეს. ამიტომ, მსოფლიო რაგბის, ჩვენი და შოტლანდიის რაგბის კავშირების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეს თამაში გაუქმდა.
გვსურდა, რომ შოტლანდიასთან თამაში 24 ივლისს გადაგვეტანა, მაგრამ ის არ ჯდება მსოფლიო რაგბის საერთაშორისო მატჩების ფანჯარაში, რაც როგორც საქართველოს, ასევე შოტლანდიის ნაკრებების მოთამაშეებს კლუბებთან პრობლემებს შეუქმნიდათ. ძალიან სამწუხაროა ასეთი მნიშვნელოვანი ზაფხულის ტესტები რომ გაგვიუქმდა. კიდევ კარგი სამხრეთ აფრიკასთან ერთი ისტორიული ტესტის გამართვა მოვასწარით, სადაც გუნდმა ღირსეული თამაში აჩვენა. შოტლანდიასთან შეხვედრა უნდა გამხდარიყო ამ სერიის კულმინაცია და არავინ იცის ის რა შედეგით დასრულდებოდა, თუმცა რეალობას ვეღარ შევცვლით და ახლა უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის, ჯერ ფრენჩაიზის და მერე ნაკრების მატჩებისთვის", - ციტირებს ბაჩო ხურციძის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.
რაგბის კავშირის ცნობით, კორონავირუსი ნაკრების მთავარ მწვრთნელს ლევან მაისაშვილს დაუდასტურდა, ხოლო ინფიცირებული მორაგბეების ვინაობა არ დასახელებულა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.