სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ კარიერაში პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. "ბიარიცის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მან ბასკურ კლუბთან ხელშეკრულება სამი წლით გაახანგრძლივა და "პარკ დე სპორტს აგილერაზე" 2024 წლის ივნისამდე ითამაშებს.
ჯალაღონია "ბიარიცში" 2018 წელს გორის "ჯიქიდან" გადავიდა, თუმცა აქამდე ესპუარის კონტრაქტით ასპარეზობდა. მან გასულ სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა, 3 ლელო გაიტანა და ბასკურ კლუბს შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ტოპ 14-ში დაბრუნებაში დაეხმარა.
22 წლის მესამეხაზელს საქართველოს ნაკრების რიგებში დებიუტი 2020 წლის მარტში ჰქონდა, მას შემდეგ 10 კეპი მოიხვეჭა და 2 ლელო გაიტანა. ჯალაღონიას 2017 და 2018 წლებში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უმცროსი ბორჯღალოსნების რიგებში 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 1 ლელოს დადება მოახერხა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.