"მას დიდი გამოცდილება აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის" - მიქაუტაძე ბაიონში რჩება

"მას დიდი გამოცდილება აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის" - მიქაუტაძე ბაიონში რჩება

საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა "ბაიონთან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და ბასკეთში 2023 წლის ივნისამდე ითამაშებს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

მიქაუტაძე "ბაიონს" 2020 წლის ოქტომბერში ტრავმირებული ასიერ უსარაგას ნაცვლად სამედიცინო ჯოკრის სტატუსით შეუერთდა, შემდგომ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა, ახლა კი ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

"კოტე არის იმ ტიპის მორაგბე, რომელიც თავის საქმეს შეუმჩნევლად აკეთებს. მას აქვს დიდი გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის. მას "ბაიონში" დარჩენა სურდა, ის არის მოთამაშე, რომელიც მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევა და აჩვენებს თავის ერთგულებას კლუბისადმი", - განაცხადა ბასკური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იანიკ ბრუმ.

მიქაუტაძემ "ბაიონის" რიგებში ტოპ 14-ში 17 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 10 შემთხვევაში სასტარტო თხუთმეტეულში იყო. როგორც იცით, "ბაიონმა" სეზონი ბოლოსწინა მე-13 ადგილზე დაასრულა, რის შემდეგაც გასავარდნ პლეი-აუტში "ბიარიცს" შეხვდა, რომელთანაც კარში დარტყმების სერიაში დრამატულად დამარცხდა და მომდევნო სეზონს პრო დ2-ში გაატარებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)