ავსტრალია - საფრანგეთი 23:21 | მატჩის მიმოხილვა

ავსტრალია - საფრანგეთი 23:21 | მატჩის მიმოხილვა

ავსტრალიის ნაკრებმა გადახალისებული შემადგენლობით მყოფ საფრანგეთს 15-ქულიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრა და გაწითლებულ დროში გატანილი ჯარიმით 23:21 სძლია.

სათამაშო დროის ამოწურვის შემდეგ, ფრანგები 20:21 იგებდნენ და საკუთარ ნახევარზე თავიანთი აუტი ჰქონდათ მოსაგები, რომელიც უბრალოდ უნდა მოეგოთ და ბურთი მოედანს მიღმა გადაეგდოთ - ფრანგებმა აუტის შემდეგ გაჭირვებით აიღეს ბურთი, მაგრამ ცხრა ნომერმა ტედი ირიბარენმა ფეხით თავად არ დაარტყა და ბურთის თანაგუნდელს გადააწოდა, რომელსაც მაშინვე ტანიელა ტუპო უპირებდა შებოჭვას და დამიან პენოზე ბურთის მიცემა სცადა, რის ნაცვლადაც ბურთი ავსტრალიელებს ჩაუგდო ხელში, რომლებმაც გადაღლილ "ლე ბლეს" მძლავრად შეუტიეს - მართალია "ვოლაბებმა" ლელო ვერ დადეს, მაგრამ ეს არც სჭირდებოდათ, რადგან ფრანგებმა მათი შეჩერება წესების დარღვევით მოახერხეს, ლოლესიოს კი უმარტივესი პოზიციიდან გატანა არ გასჭირვებია და ავსტრალიას წლის პირველ მატჩში უმძიმეს გამარჯვება მოუპოვა. 

ფრანგებმა კი მხოლოდ თავიანთ თავს უნდა დააბრალონ, რადგან მთელი მატჩი წინ იყვნენ და მოგებამდე თითქმის აღარაფერი აშორებდათ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ძალიან უყურადღებოდ ითამაშეს და ამისთვის მკაცრად დაისაჯნენ. ეს გუნდები 13 ივლისს ერთმანეთს მელბურნში ეთამაშებიან, ხოლო 17-ში კვლავ ბრიზბენში შეერკინებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)