ოფიციალურად: სამხრეთ აფრიკის და საქართველოს ნაკრებების მეორე ტესტ-მატჩი გაუქმდა

ოფიციალურად: სამხრეთ აფრიკის და საქართველოს ნაკრებების მეორე ტესტ-მატჩი გაუქმდა

სამხრეთ აფრიკის და საქართველოს ნაკრებებს შორის 9 ივლისს იოჰანესბურგში გასამართი ტესტ-მატჩი გაუქმდა - აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმა დაადასტურა.

როგორც მოგეხსენებათ, ორივე გუნდის რიგებში კოვიდ 19-ის შემთხვევები დაფიქსირდა, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 

რაგბის კავშირის ცნობით, ინფიცირებულები თავს კარგად გრძნობენ. მათ ჯანმრთელობაზე ნაკრების სამედიცინო პერსონალი და კვალიფიციური სპეციალისტები ზრუნავენ და მდგომარეობაზე დაკვირვება 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება. 

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ცნობით, საქართველოს ნაკრებში ვირუსის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სამხრეთაფრიკელთა ბანაკში, ლუდ დე იახერის შემდეგ, კოვიდ 19 მარვინ ორიეს, ფრანს სტეინს, ანდრე პოლარდს, ფრანს მალჰერბეს, მთავარ მწვრთნელ ჟაკ ნინაბერს და ერთ-ერთ მასაჟისტს დაუდასტურდათ.

საქართველოს რაგბის კავშირი კი წერს, რომ "ბორჯღალოსნების" რიგებში კოვიდის სამი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო "სპრინგბოკსში" ოთხი მორაგბე და კიდევ ექვსი წარმომადგენელია დაინფიცირებული.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)