ოფიციალურად: პირველი ქართული ფრენჩაიზის სახელი ცნობილია, ახალი ტურნირი სექტემბრიდან დაიწყება

ოფიციალურად: პირველი ქართული ფრენჩაიზის სახელი ცნობილია, ახალი ტურნირი სექტემბრიდან დაიწყება

"მსოფლიო რაგბიმ" და "რაგბი ევროპამ" ერთობლივად შექმნილი ახალი ევროპული საკლუბო ტურნირის შექმნა დაადასტურეს.
 
ტურნირს "რაგბი ევროპის სუპერ თასი" ერქმევა, რომლის სადებიუტო სეზონშიც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას - 2 კლუბი და 6 ფრენჩაიზი, რომლებიც ორ ოთხგუნდიან დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში გადანაწილდებიან. 

დასავლეთ კონფერენციაში "კასტილია და ლეონი იბერიანსი" (ესპანეთი), "ბრიუსელ დევილსი" (ბელგია), "დელტა" (ნიდერლანდები) და "ლუზიტანოს XV" (პორტუგალია) ითამაშებენ, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში, მას შემდეგ, რაც გერმანიამ და რუმინეთმა წლევანდელ სეზონში თამაშზე უარი თქვეს, ორი რუსული კლუბი "ენისეი" და პენზას "ლოკომოტივი", ებრაული "თელ-ავივ ჰითი" და პირველი ქართული ფრენჩაიზი "ბლექ ლაიონსი" ითამაშებენ. 

ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გუნდი ერთმანეთის წინააღმდეგ შინ და გასვლაზე ითამაშებენ. თითოეული კონფერენციის ორ-ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავლენ.

ჯგუფური ეტაპის მატჩები სექტემბერ-დეკემბერში გაიმართება (18-19 და 25-26 სექტემბერი, 23-24 და 30-31 ოქტომბერი და 4-5 და 11-12 დეკემბერი), ნახევარფინალები აპრილში შედგება, ხოლო ფინალი 2022 წლის მაისში გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)