საქართველოს და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების რიგებში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა

საქართველოს და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების რიგებში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა

სამხრეთ აფრიკის და საქართველოს ნაკრებების რიგებში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა - აღნიშნული ინფორმაცია ორივე ქვეყნის რაგბის კავშირმა დაადასტურა. ამის გამო, შესაძლოა, ამ გუნდებს შორის 9 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი ვეღარ ჩატარდეს.

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ცნობით, საქართველოს ნაკრებში ვირუსის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სამხრეთაფრიკელთა ბანაკში, ლუდ დე იახერის შემდეგ, კოვიდ 19 მარვინ ორიეს, ფრანს სტეინს, ანდრე პოლარდს, ფრანს მალჰერბეს, მთავარ მწვრთნელ ჟაკ ნინაბერს და ერთ-ერთ მასაჟისტს დაუდასტურდათ.

საქართველოს რაგბის კავშირი კი წერს, რომ "ბორჯღალოსნების" რიგებში კოვიდის სამი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო "სპრინგბოკსში" ოთხი მორაგბე და კიდევ ექვსი წარმომადგენელია დაინფიცირებული.

ჩატარდება თუ არა ზემოხსენებული შეხვედრა, ხვალ უნდა გახდეს ცნობილი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)