ოფიციალურად: ისრაელ ფოლაუ 15-კაცა რაგბიში ბრუნდება

ოფიციალურად: ისრაელ ფოლაუ 15-კაცა რაგბიში ბრუნდება

ავსტრალიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ისრაელ ფოლაუ, ორწლიანი პაუზის შემდეგ 15-კაცა რაგბიში ბრუნდება.

"ვორათასის" ყოფილი მორაგბე კარიერას იაპონიის ჩემპიონატში განაგრძობს, სადაც "შაინინგ არქსის" ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია იაპონური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. 

ფოლაუს თავს გადამხდარი ცნობილი სკანდალის შემდეგ, ის 2020 წელს რაგბი ლიგას დაუბრუნდა და ერთი სეზონი "კატალანს დრაგონსის" რიგებში გაატარა.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფოლაუს 2013-2019 წლებში ავსტრალიის ნაკრების რიგებში 73-ჯერ უთამაშია და 37 ლელოს გატანა მოახერხა. 





კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)