სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრების ლეგენდარულმა ბურჯმა გოდერძი შველიძემ "ბრივთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მომდევნო სეზონშიც ბრიველთა შერკინების მწვრთნელი იქნება. გარდა ამისა, ის კვლავ იმუშავებს ესპუარების გუნდში.
შველიძე "ბრივის" შერკინების მწვრთნელი 2020 წლის ნოემბრის ბოლოს გახდა - მან მარკ დელ მასოს შეცვალა, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო დროებით სპორტს ჩამოშორდა.
43 წლის ლეგენდარული ბორჯღალოსანი, რომელსაც ტოპ 14-ში 200 შეხვედრა აქვს ჩატარებული, "ბრივში" 2012 წელს მივიდა, სადაც ოთხი სეზონი მორაგბის ამპლუაში გაატარა, შემდეგ კი სამწვრთნელო კარიერას შეუდგა და ჯამში კორეზეში ცხრა წელია მოღვაწეობს.
ამრიგად, 2021/2022 წლების სეზონის ტოპ 14-ში შერკინების ორი ქართველი მწვრთნელი იმუშავებს - გოდერძი შველიძე და დავით ზირაქაშვილი, რომელიც ერთწლიანი განშორების შემდეგ "კლერმონს" "ლა როშელიდან" დაუბრუნდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.