ნიკა ამაშუკელის ელიტარული დებიუტი - უელსმა კანადა გაანადგურა (VIDEO)

ნიკა ამაშუკელის ელიტარული დებიუტი - უელსმა კანადა გაანადგურა (VIDEO)

© CameraSport

ივლისის ტესტების პირველ სათამაშო კვირას გადახალისებული უელსის ნაკრები "ფრინსიფალითი სთედიუმზე" კანადას დაუხვდა და იოლად 68:12 დაამარცხა.

უელსელებმა მოწინააღმდეგე ათჯერ დაალელოვეს, თავად კი ორი ლელო გაუშვეს. საინტერესოა, რომ ანგარიში მე-4 წუთზე კანადელებმა გახსნეს, თუმცა "დრაკონებმა" ძალიან მალე უპასუხეს სათანადოდ, დიდი უპირატესობა მოიპოვეს, პირველ ნახევარში ექვსი ლელო მიითვალეს და ტაიმი 40:5 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ ოთხი ლელო დადეს და თავად ერთი მიიღეს.

დუბლი გაიფორმეს ტომოს უილიამსმა, იოჰან ჰოლსმა და შეცვლაზე შესულმა 21 წლის მესამეხაზელმა ტეინ ბეშამმა, რომელსაც უელსის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. მე-100 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა ლი ჰელფპენიმ, რომელსაც 96 ტესტი უელსის ნაკრებში დაუგროვდა, ხოლო 4 ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების რიგებში, თუმცა მას ეს საიუბილეო მე-100 მატჩი ძალიან უიღბლო გამოუვიდა, რადგან მატჩის პირველივე წუთზე მძიმე ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. 

ეს მატჩი გამორჩეული იყო ქართული რაგბისთვისაც, რადგან შეხვედრის მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი გახლდათ, რომელსაც სანაკრებო დონეზე ელიტარული დებიუტი ჰქონდა ანუ პირველად გაუძღვა ტიერ 1-ის გუნდის მატჩს. რა თქმა უნდა, აქამდე სხვა ქართველსაც არ უმსაჯია ამ დონეზე და ნიკამ უდიდეს წარმატებას მიაღწია. მან "ფრინსიფალითი სთედიუმზე" საკუთარი მოვალეობები მაღალ დონეზე შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 28 საუკეთესო მსაჯს შორის მოხვედრა დაიმსახურა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)