ვილ ჯორდანის ხუთი ლელო ტონგას ნაკრების წინააღმდეგ (VIDEO)

ვილ ჯორდანის ხუთი ლელო ტონგას ნაკრების წინააღმდეგ (VIDEO)

ახალი ზელანდიის ნაკრები ოკლენდში სხვადასხვა მიზეზების გამო შესუსტებული შემადგენლობით მყოფ ტონგას დაუხვდა, მოწინააღმდეგე არ დაინდო და სამარცხვინო მარცხი აგემა - 102:0. 

"ოლ ბლექსმა" მოწინააღმდეგ 16-ჯერ (!) დაალელოვა, საიდანაც 5 ლელო უილ ჯორდანის ანგარიშზეა, 3 კი ბრედ ვებერის. პირველი ტაიმი 43:0 დასრულდა, "შავები" უკვე მეათე წუთისთვის 26:0 იგებდნენ და ნათელი იყო, რომ კატასტროფული სხვაობა დაფიქსირდებოდა. 

ახალი ზელანდია 10 და 17 ივლისს ფიჯის უმასპინძლებს, ხოლო ტონგა მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩებში სამოას დაუპირისპირდება, რომელიც დღეს მაორი ოლ ბლექსთან 21:38 დამარცხდა.


იხილეთ ჯორდანის ხუთივე ლელო. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)