სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Chris Kotze / Trysportimages
2019 წლის მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ, ანუ 19-თვიანი პაუზის შემდეგ სამხრეთ აფრიკამ პირველი მატჩი გამართა - მსოფლიო ჩემპიონები პრეტორიაში საქართველოს ნაკრებს დაუხვდნენ და 40:9 იმარჯვეს.
მარცხის მიუხედავად, "ბორჯღალოსნებმა" ღირსეულად იასპარეზეს და 34-ე წუთამდე საერთოდ იგებდნენ კიდეც. მატჩის საწყის მონაკვეთში თედო აბჟანდაძემ სამი ჯარიმა გაიტანა, ხოლო მასპინძელთაგან აფალელე ფასიმ ნაკრებში დებიუტი ლელოთი აღნიშნა და ანგარიში 5:9 იყო, თუმცა ტაიმის მიწურულს "ბორჯღალოსნებს" ბექა საღინაძე გაუსინბინეს, რითაც აფრიკელებმა ისარგებლეს და შესვენებამდე მბონგი მბონამბიმ და კობუს რეინახმა ლელოები მიითვალეს, რომლებიც ანდრე პოლარდმა გარდასახა. ტაიმის ბოლო წუთზე აბჟანდაძე არეკნით ცდილობდა სხვაობის შემცირებას, თუმცა ააცილა და ტაიმი 19:9 დასრულდა.
მეორე ნახევარში "სპრინგბოკსმა" კიდევ სამი გარდასახული ლელოს გატანა მოახერხა, "ბორჯღალოსნებს" კი ქულების აღების შანსი აღარ ჰქონიათ. ლელოებით კვაგა სმიტმა, ჰერშელ იანტისმა და მალკოლმ მაქსმა გაიტანეს და საბოლოო ჯამში მსოფლიო ჩემპიონმა 31-ქულიანი სხვაობით იმარჯვა.
ეს გუნდები 9 ივლისს ერთმანეთს იოჰანესბურგში დაუპირისპირდებიან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.