მსოფლიო ჩემპიონმა საქართველოს ნაკრები დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონმა საქართველოს ნაკრები დაამარცხა

© Chris Kotze / Trysportimages

2019 წლის მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ, ანუ 19-თვიანი პაუზის შემდეგ სამხრეთ აფრიკამ პირველი მატჩი გამართა - მსოფლიო ჩემპიონები პრეტორიაში საქართველოს ნაკრებს დაუხვდნენ და 40:9 იმარჯვეს.

მარცხის მიუხედავად, "ბორჯღალოსნებმა" ღირსეულად იასპარეზეს და 34-ე წუთამდე საერთოდ იგებდნენ კიდეც. მატჩის საწყის მონაკვეთში თედო აბჟანდაძემ სამი ჯარიმა გაიტანა, ხოლო მასპინძელთაგან აფალელე ფასიმ ნაკრებში დებიუტი ლელოთი აღნიშნა და ანგარიში 5:9 იყო, თუმცა ტაიმის მიწურულს "ბორჯღალოსნებს" ბექა საღინაძე გაუსინბინეს, რითაც აფრიკელებმა ისარგებლეს და შესვენებამდე მბონგი მბონამბიმ და კობუს რეინახმა ლელოები მიითვალეს, რომლებიც ადრე პოლარდმა გარდასახა. ტაიმის ბოლო წუთზე აბჟანდაძე არეკნით ცდილობდა სხვაობის შემცირებას, თუმცა ააცილა და ტაიმი 19:9 დასრულდა.

მეორე ნახევარში "სპრინგბოკსმა" კიდევ სამი გარდასახული ლელოს გატანა მოახერხა, "ბორჯღალოსნებს" კი ქულების აღების შანსი აღარ ჰქონიათ. ლელოებით კვაგა სმიტმა, ჰერშელ იანტისმა და მალკოლმ მაქსმა გაიტანეს და საბოლოო ჯამში მსოფლიო ჩემპიონმა 31-ქულიანი სხვაობით იმარჯვა. 

ეს გუნდები 9 ივლისს ერთმანეთს იოჰანესბურგში დაუპირისპირდებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)