სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

როგორც მოსალოდნელი იყო, ლეგენდარულმა ქართველმა ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა "ლა როშელი" დატოვა და "კლერმონს" დაუბრუნდა, რომლის რიგებში 16 სეზონი აქვს გატარებული (337 მატჩი, 18 ლელო). დათო "ყვითელი არმიის" შერკინების მწვრთნელი გახდა.
ზირაქაშვილმა სარაგბო კარიერა გასულ წელს დაასრულა, რის შემდეგაც "ლა როშელის" შერკინების კონსულტანტი გახდა და პირველივე სეზონში მისი სამწვრთნელო შესაძლებლობები ბრწყინვალედ წარმოაჩინა. "ლა როშელმა" განვლილ სეზონში ისტორიულ შედეგს მიაღწია და 123-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად გავიდა, როგორც ტოპ 14-ის, ასევე ჩემპიონთა თასის ფინალში და ორივე შემთხვევაში გადამწყვეტი მატჩები "ტულუზთან" დათმო. "ლა როშელის" ამ წარმატებაში ზირაქაშვილის წვლილი საკმაოა, რასაც ფრანგული პრესაც აღნიშნავს, რადგან მისი მისვლის შემდეგ გუნდის შერკინება აბსოლუტურად გარდაიქმნა და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გახდა.
მას შემდეგ, რაც "ლა როშელი" ჯინო გიბსმა დატოვა და "კლერმონს" შეუერთდა, ფრანგულ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ ზირაქაშვილი "კლერმონს" დაუბრუნდებოდა და შერკინების მწვრთნელი გახდებოდა. როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა გამოცემებს სწორი ინფორმაცია ჰქონდათ და დღეს ერთწლიანი განშორების შემდეგ, "ზირაქა" შინ დაბრუნდა, რამაც "ვულკანების" გულშემატკივრები ძალიან გაახარა და მათ რეაქციას ცალკე გაგაცნობთ.
ზირაქაშვილმა როგორც ვთქვით "ვულკანებში" 16 წელი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ორჯერ-ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და ჩელენჯ თასის გამარჯვებული. გარდა ამისა, "კლერმონი" სამჯერ (2013, 2015, 2017) ჩემპიონთა თასის ფინალში, ხოლო ხუთჯერ (2007, 2008, 2009, 2015, 2019) ტოპ 14-ის ფინალში დამარცხდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.