ოფიციალურად: ესპანეთი - რუსეთი გადაიდო

ოფიციალურად: ესპანეთი - რუსეთი გადაიდო

"რაგბი ევროპის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ესპანეთის და რუსეთის ნაკრებებს შორის 3 ივლისს ალიკანტეში გასამართი მატჩი გადაიდო.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის რაგბის კავშირის დელეგაციაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, რის გამოც ვალენსიის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის ორგანოების რჩევით მატჩის გადადება გადაწყდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეს შეხვედრა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)