მერაბ შარიქაძე: "ისინი შეეცდებიან, რომ საუკეთესო თამაში აჩვენონ და ჩვენც იგივეს ვაპირებთ"

მერაბ შარიქაძე: "ისინი შეეცდებიან, რომ საუკეთესო თამაში აჩვენონ და ჩვენც იგივეს ვაპირებთ"

© Georgian Rugby

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ხუთშაბათს სამხრეთ აფრიკის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათთვის მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ ტესტები დიდი პატივია და შეეცდებიან, რომ საუკეთესო თამაში აჩვენონ. 

"მსოფლიოს ჩემპიონთან თამაში დიდი პატივია, მით უმეტეს ზედიზედ ორი და თანაც ისე, რომ სამატჩო შემადგენლობაში 18 მსოფლიოს ჩემპიონია. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. ისინი შეეცდებიან, რომ საუკეთესო თამაში აჩვენონ და ჩვენც იგივეს ვაპირებთ. არაერთი ტრავმისა და სირთულის ფონზე, ამ ეტაპისთვის კარგად მოსამზადებლად ყველაფერი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა.

ყველას კარგად ესმის, რომ გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი მხოლოდ ერთი კომპონენტის ხარჯზე ვერ გახდება. სამხრეთ აფრიკა ძალისმიერ რაგბთან ერთად მაღალ სისწრაფეზეც თამაშობს. ისინი საუკეთესოები არიან ყველა კომპონენტში და ამიტომაც გახდნენ ჩემპიონები. ეს კარგად გვაქვს გააზრებული და ველოდებით მოედანზე გასვლას", - 
ციტირებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი შარიქაძის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" 2 ივლისს სამხრეთ აფრიკას 21 საათზე პრეტორიაში ეთამაშებიან, ხოლო 9 ივლისს იოჰანესბურგში შეერკინებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)