ლევან მაისაშვილი: "ის ფაქტი, რომ მათ შემადგენლობაში 18 მსოფლიოს ჩემპიონია, ჩვენს მოტივაციას აასმაგებს"

ლევან მაისაშვილი: "ის ფაქტი, რომ მათ შემადგენლობაში 18 მსოფლიოს ჩემპიონია, ჩვენს მოტივაციას აასმაგებს"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ხუთშაბათს სამხრეთ აფრიკის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ თამაში მათ მოტივაციას აასმაგებს. 

"მსოფლიოს ჩემპიონთან თამაში ჩვენთვის დიდი შესაძლებლობაა და ვაფასებთ ამ გამოწვევას. გავეცანი სამხრეთ აფრიკის რაგბი დირექტორის, რასი ერასმუსის, მთავარი მწვრთნელის – ჟაკ ნიენაბერისა და მოთამაშეების კომენტარებს. სასიამოვნოა, რომ მეტოქე გვაფასებს და თამაშს სრული სერიოზულობით ეკიდება. ის ფაქტი, რომ მათ შემადგენლობაში 18 მსოფლიოს ჩემპიონია, ჩვენს მოტივაციას აასმაგებს. ეს არის შანსი, რომ გამოვცადოთ საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიოს უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები ამ გამოწვევას ღირსეულად მიიღებენ, მაქსიმუმს გაიღებენ და მოედანს თავაწეულები დატოვებენ.

ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ, განსაკუთრებით იმ კომპონენტში, სადაც სამხრეთ აფრიკა განსაკუთრებით ძლიერია. ველოდებით ძალისმიერ თამაშს და მეტოქეც ამის მოლოდინშია. ჩვენც გვაქვს პრეტენზია, რომ კონტაქტის არეალში არავისზე ნაკლებები ვართ და გვაინტერესებს ვნახოთ, როგორ გავუძლებთ ამ გამოწვევას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იქნება გახსნილი და ღია თამაში. აფრიკელებს სწრაფი, მორკინალებზე არანაკლებ საშიში ხაზის მოთამაშეები ყავთ", -
ციტირებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი მაისაშვილის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" 2 ივლისს სამხრეთ აფრიკას 21 საათზე პრეტორიაში ეთამაშებიან, ხოლო 9 ივლისს იოჰანესბურგში შეერკინებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)