ოფიციალურად: რუმინეთის და შოტლანდიის ნაკრებების ტესტი გაუქმდა, საეჭვოა საქართველოსთან მატჩიც

ოფიციალურად: რუმინეთის და შოტლანდიის ნაკრებების ტესტი გაუქმდა, საეჭვოა საქართველოსთან მატჩიც

შოტლანდიის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 10 ივლისს რუმინეთთან ბუქარესტში გასამართი ტესტ-მატჩი აღარ შედგება.

როგორც იცით, შოტლანდიის ნაკრების ოთხ წევრს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც 27 ივნისს ლესტერში ინგლისის და შოტლანდიის "ა" ნაკრებების მატჩი გაუქმდა.

გუშინ შოტლანდიის ნაკრების წევრებს ტესტირება კიდევ ერთხელ ჩაუტარდათ, რის შემდეგაც დადებითი შემთხვევა კიდევ რამდენიმე ტესტის პასუხმა აჩვენა, რის გამოც რუმინეთთან გასამართი მატჩი გაუქმებული იქნა. შოტლანდიის ნაკრები სრული შემადგენლობით თვითიზოლაციაში გადავიდა, ინფიცირებული წევრების ვინაობას შოტლანდიის რაგბის კავშირი არ ასახელებს.

ამ ეტაპზე შოტლანდიის რაგბის კავშირს განზრახული აქვს, რომ 17 ივლისს თბილისში საქართველოსთან გასამართი ტესტ-მატჩი ჩაატაროს, თუმცა ეს შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული და ჯერჯერობით "ბორჯღალოსნებთან" შეხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშაა. 

შეგახსენებთ, რომ რუმინეთის და შოტლანდიის ნაკრებების ტესტ-მატჩში ნიკა ამაშუკელს უნდა ემსაჯა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)