სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Georgian Rugby
სამხრეთ აფრიკასთან გასამართი პირველ მატჩისთვის, საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა.
საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ მცირე ტრავმა მიიღო და 2 ივლისს გასამართ მატჩში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. მის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში პენზას "ლოკომოტივის" მორკინალი, 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ილია სპანდერაშვილი იქნება, რომელსაც "ბორჯღალოსნებში" დებიუტი 26 ივნისს ნიდერლანდებთან მოგებულ მატჩში ჰქონდა, ხოლო მარქაფაში "ბრივის" აწ უკვე ყოფილი მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" 2 ივლისს სამხრეთ აფრიკას 21 საათზე პრეტორიაში ეთამაშებიან, ხოლო 9 ივლისს იოჰანესბურგში შეერკინებიან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.