ილია მაისურაძე: "ჩვენი შერკინების მოთამაშეებისთვის მათ წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა"

ილია მაისურაძე: "ჩვენი შერკინების მოთამაშეებისთვის მათ წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა"

საქართველოს ნაკრების შერკინების მწვრთნელმა ილია მაისურაძემ ოთხშაბათს სამხრეთ აფრიკის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ბორჯღალოსნების" შერკინების მოთამაშეეებისთვის სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა. 

"სამხრეთ აფრიკას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ფორვარდები ყავს, რაც 2019 წელს იაპონიაშიც დაამტკიცა. ისინი გამოირჩევიან ზომით, საშემსრულებლო ოსტატობით და მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ სიძლიერეს. ერასმუსის ხელში ‘ბოკე’ საშუალო გუნდიდან დაუმარცხებლად იქცა. მან სწორად შეაფასა საკუთარი შეგირდების ძლიერი მხარეები და ამ პროგრესში ლომის წვლილი ფორვარდებს მიუძღვით.

ჩვენი შერკინების მოთამაშეებისთვის მათ წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა. გვყავს ახალგაზრდა მორკინალები, რომლებიც დიახ, ტოპ-გუნდებში თამაშობენ, თუმცა ასაკით და გამოცდილებით მეტოქეს ჩამოუვარდებიან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ფსიქოლოგიაზე. თუ გსურს, რომ მოედანზე იყო და უძლიერესების წინააღმდეგ ითამაშო, არ შეიძლება შეეგუო წაგებას და ბოლომდე უნდა დაიხარჯო.

რამდენიმე მოთამაშეს მცირე ტრავმა აწუხებს და შევჯერდით, რომ შეცვლაზე 6 მორკინალი გვეყოლებოდა. გარდა ამისა, ვიცით, რომ აფრიკელებთან ჭიდილში ამ კომპონენტში ძალიან დიდ ენერგიას დავხარჯავთ. ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე ვართ. აქ აფრიკელები თავს კარგად გრძნობენ და ამ მოკლე დროში, მნიშვნელოვანია გავანაწილოთ ენერგია.

სამხრეთ აფრიკის განვითარების სტრატეგია ისეა აწყობილი, რომ ასაკობრივი ნაკრებები იმავე პოლიტიკას მისდევენ, რასაც ეროვნული. მათ დიდი ხანია დამკვიდრებული აქვთ საკუთარი სტილი და მას არ ღალატობენ. მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ჩამოყალიბებული მორაგბეები არიან, განსხვავდება მწვრთნელების ხედვა შერკინებაში, დერეფანში, მოლში და ყველაფრის ერთი-ერთში გადატანა არ ხდება. ამიტიმ ჩვენც მოგვიწევს გარკვეული ცვლილებების განხორციელება", -
ციტირებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი მაისურაძის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკის და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს 2 ივლისს პრეტორიაში შეხვდებიან, ხოლო 9-ში ერთმანეთს იოჰანესბურგში შეერკინებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)