სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შოტლანდიის ნაკრების საზაფხულო ტურნე, შესაძლოა, გაუქმდეს - მიზეზი კოვიდაფეთქებაა, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შოტლანდიის ნაკრების ბანაკში დაფიქსირდა და ამის გამო, შოტლანდიის და ინგლისის "ა" ნაკრებების გასულ შაბათს გასამართი მატჩი გაუქმდა.
"ნარშავების" ბანაკში ოთხი წევრია ინფიცირებული, რამდენიმე კი ინფიცირებულების ახლო კონტაქტი გახლავთ. შესაბამისად, შოტლანდიის ნაკრები თვითიზოლაციაში გადავიდა და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოესი დღეების განმავლობაში.
"სამი-ოთხი დღის განმავლობაში უნდა მოვიცადოთ. გუნდი მაქსიმალური მეთვალყურეობის ქვეშაა, მათ უტარდებათ ტესტირებები, დასკვნის გაკეთება და სამომავლო გეგმებზე საუბარი რამდენიმე დღეში შეგვეძლება", - ასე უპასუხა შოტლანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ დოდსონმა კითხვას, შეძლებენ თუ არა "ნარშავები" აღმოსავლეთ ევროპაში გამგზავრებას.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრებს 10 ივლისს ბუქარესტში რუმინეთთან მატჩი აქვს ჩანიშნული, ხოლო 17-ში თბილისში საქართველოს უნდა ეთამაშოს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.