ოფიციალურად: ზურაბ ჟვანიას ახალი კლუბი ცნობილია

ოფიციალურად: ზურაბ ჟვანიას ახალი კლუბი ცნობილია

ბორჯღალოსანი მარცხენა ბურჯი ზურაბ ჟვანია კარიერას "გრენობლში" განაგრძობს. აღნიშნულ ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. 

29 წლის პირველხაზელმა ალპურ კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 

როგორც ირკვევა, ზურას სამსახურით რამდენიმე კლუბი გახლდათ დაინტერესებული, მათ შორის ირლანდიური "კონახტი", თუმცა საბოლოო ჯამში შეთანხმება ფრანგულ კლუბთან შედგა, რომელსაც მომდევნო სეზონისთვის დიდი ამბიციები აქვს და ტოპ 14-ში დაბრუნებას ისახავს მიზნად. 

აღსანიშნავია, რომ მომდევნო სეზონში "გრენობლში" 6 ქართველი მორაგბე ითამაშებს. "ზუზუს" გარდა, ალპურ გუნდში ბურჯები ლუკა გოგინავა, ილია კაიკაციშვილი, ნიკა ღვალაძე, ირაკლი აფციაური და მესამეხაზელი გუგა ღანიაშვილი ირჯებიან.

შეგახსენებთ, რომ ჟვანია 2011-2018 წლებში "სტად ფრანსეში" თამაშობდა, სადაც 101 შეხვედრა ჩაატარა და 8 ლელო გაიტანა, ხოლო 2018 წელს "უოსპსს" მიაშურა, სადაც 35 მატჩში 3 ლელო გაიფორმა. "ზუზუს" საქართველოს ნაკრების კვართით 41-ჯერ უთამაშია და 11 ლელოს გატანა მოახერხა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)