ოფიციალურად: ანგულემმა კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა

ოფიციალურად: ანგულემმა კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა

24 წლის მარცხენა ბურჯი ომარ ოდიშვილი კარიერას "ანგულემში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია შარანტელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ოდიშვილმა "ანგულემთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის 2016 წლიდან "პოს" რიგებში ირიცხებოდა, "ჟიფის" სტატუსიც (ადგილობრივ მორაგბესთან გამათანაბრებელი - ავტ.) მოიპოვა, თუმცა ძირითად გუნდში თამაში მხოლოდ 6-ჯერ მოუწია.

"ანგულემში" გასულ სეზონში ზაურ თევდორაშვილი, ლუკა გოგინავა და შალვა სუთიაშვილი ასპარეზობდნენ. პრო დ2-დან ნასიონალში დაქვეითებული კლუბი გოგინავამ მალევე დატოვა და "გრენობლში" გადავიდა, ხოლო თევდორაშვილის შესახებ გუშინ დაიწერა, რომ კარიერას "ბურგ-ენ-ბრესში" განაგრძობს. სუთიაშვილთან და ოდიშვილთან ერთად, შარანტელთა რიგებში ითამაშებს მარჯვენა ბურჯი შოთა გოგისვანიძე, რომელიც "ანგულემს" "ბათუმიდან" შეუერთდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)