ჟაკ ნინაბერი: "საქართველოს წინააღმდეგ საუკეთესო გუნდი შევარჩიეთ"

ჟაკ ნინაბერი: "საქართველოს წინააღმდეგ საუკეთესო გუნდი შევარჩიეთ"

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნინაბერმა, რომელსაც აღნიშნულ პოსტზე დებიუტი ექნება, საქართველოსთან 2 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ნინაბერი 19-თვიანი პაუზის შემდეგ "სპრინგბოკსის" პირველ მატჩს მოუთმენლად ელის, გუნდში არსებული ვითარებით კმაყოფილია და ფიქრობს, რომ საქართველოსთან მატჩისთვის მოცემული მომენტისთვის საუკეთესო გუნდი იქნება შერჩეული. 

"ჩვენ შევარჩინეთ საუკეთესო გუნდი იმის გათვალისწინებით, თუ რისი მიღწევა გვსურს ამ ტესტ-მატჩში საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის კარგი ბალანსი გამოცდილ კამპანიასა და ახალბედა მოთამაშეებს შორის, რომლებმაც ამ სეზონში საკუთარი კარგი თამაშით ძლიერი განაცხადი გააკეთეს.

შემადგენლობაში მყოფი მორაგბეებიდან უმრავლესობა მსოფლიო თასის გამარჯვებულია, სხვა მოთამაშეები კი რამდენიმე სეზონი აქვთ გატარებული ნაკრების რიგებში და ეს ფასდაუდებელი გამოცდილება იქნება საქართველოსთან მატჩისთვის. 

ჩვენ აღფრთოვანებული ვართ დებიუტანტი მოთამაშეებით, რომლებმაც ბოლო რამდენიმე სეზონში თავიანთ გუნდებში შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი და საკუთარი შთამბეჭდავით თამაშით თითოეულმა მათგანმა დაადასტურა, რომ ისინი ამ დონეზე შანსს იმსახურებენ. ვარჯიშებზე მათი ენთუზიაზმი და პასუხისმგებლობა საოცარი იყო", -
განაცხადა ნინაბერმა. 

მატჩი 2 ივლისს პრეტორიაში თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება, ხოლო 9 ივლისს ეს გუნდები ერთმანეთს იოჰანესბურგში შეერკინებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)