სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნინაბერმა საქართველოსთან 2 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
"სპრინგბოკსის" სასტარტო თხუთმეტეულში ორი უკეპო მოთამაშეა და ორივე ფრთაა - როსკო სპეკმანი და აფელელე ფასი, ხოლო კიდევ ერთი დებიუტანტი მესამეხაზელი იასპერ ვიზე მარქაფაშია. სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ექნება ჟაკ ნინაბერსაც. სხვადასხვა მიზეზების გამო, მსოფლიო ჩემპიონებს მოახლოებულ მატჩში ჩესლინ კოლბი, რაინარდ ელსტადტი, ფაფ დე კლერკი, არხი სნეიმანი, დუეინ ვერმულენი, ვინსენტ კოხი, სბუ ნკოსი და დამიან დე ალენდე არ ეყოლებათ.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ "ქურციკები" პირველად ითამაშებენ. მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების და მკაცრი შეზღუდვების გამო აფრიკელებმა 2020 წელს რაგბი ჩემპიონშიპზე ასპარეზობა ვერ შეძლეს და 19-თვიანი შესვენების შემდეგ პირველ მატჩს სწორედ საქართველოს წინააღმდეგ გამართავენ.
სამხრეთ აფრიკელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი
15. ვილი ლე რუ, 14. როსკო სპეკმანი, 13. ჯესი კრილი, 12. ფრანს სტეინი, 11. აფელელე ფასი, 10. ანდრე პოლარდი, 9. კობუს რეინახი;
შერკინება
1. ოქს ნჩე, 2. ბონგი მბონამბი, 3. ტრევორ ნიაკანე, 4. ებენ ეთზებეთი, 5. ფრანკო მოსტერტი, 6. სია კოლისი (კაპ.), 7. პიტერ-სტეფ დუ ტოი, 8. კვაგა სმიტი;
მარქაფა
16. მალკოლმ მარქსი, 17. სტივენ კიტშოფი, 18. ფრანს მალჰერბე, 19. მარვინ ორიე, 20. იასპერ ვიზე, 21. ჰერშელ იანტისი, 22. ელტონ იანტისი, 23. დამიან უილემსე.
მატჩი 2 ივლისს პრეტორიაში თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება, ხოლო 9 ივლისს ეს გუნდები ერთმანეთს იოჰანესბურგში შეერკინებიან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.