სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებმა ურუგვაელი თანატოლები 35:12 დაამარცხა.
პირველი ლელოს გატანა ურუგვაელებმა მე-14 წუთზე მოახერხეს, შემდეგ კი არგენტინელებმა ორი გარდასახული ლელო გაიტანეს და ტაიმი 14:5 დასრულდა. მეორე ნახევრის დებიუტში "პუმიტასებმა" კიდევ ორი ლელო მიითვალეს, რასაც 55-ე წუთზე ურუგვაელებმა ერთი ლელოთი უპასუხეს და ანგარიში 28:12 გახდა. საბოლოო ჯამში არგენტინელებმა კიდევ ერთი ლელო დადეს და საბოლოო ჯამში 23-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.
ტურნირის დასკვნითი სათამაშო დღეს 3 ივლისს გაიმართება - მე-3 ადგილისთვის მატჩში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ურუგვაის ეთამაშება და ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისთვის (15:20) რევანშის აღებას შეეცდება, ხოლო ფინალში ერთმანეთს სამხრეთ აფრიკა და არგენტინა შეერკინებიან.
9️⃣ Santiago Álvarez 🇺🇾 #VamosTeritos pic.twitter.com/M9VLzcrLlx
— Los Teritos (@Teritos_URU) June 28, 2021
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.