სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
22 წლის მარჯვენა ბურჯმა ზაურ თევდორაშვილმა ნასიონალში დაქვეითებული "ანგულემი" დატოვა და კარიერას პრო დ2-ში აღზევებულ "ბურგ-ენ-ბრესში" განაგრძობს. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემები charentelibre.fr და Allrugby.Com ავრცელებენ.
თევდორაშვილი "ანგულემში" 2018 წლიდან თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში პრო დ2-ში 27 შეხვედრა ჩაატარა. ის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდა და 2019 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ "ანგულემში" თევდორაშვილს ასევე ქართველი ბურჯი შეცვლის - 29 წლის შოთა გოგისვანიძე, რომელიც საფრანგეთში სათამაშოდ "ბათუმიდან" გადავიდა.
"ბურგ-ენ-ბრესში" კიდევ ერთი ქართველი მორაგბე ასპარეზობს - 26 წლის მარცხენა ბურჯი ვაჟა კაპანაძე, რომელმაც ნასიონალის განვლილ სეზონში 18 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელო გაიტანა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.