ცნობილია სამხრეთ აფრიკის ნაკრების იმ მორაგბეების ვინაობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ

ცნობილია სამხრეთ აფრიკის ნაკრების იმ მორაგბეების ვინაობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ

გუშინ გაუწყეთ, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრების ბანაკში კორონავირუსის სამი შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც კვირას გასამართი ვარჯიში გაუქმდა. 

დღეს ცნობილი გახდა სამივე იმ მორაგბის ვინაობა, რომელთაც კოვიდ 19 დაუდასტურდათ. ეს მოთამაშეები არიან: ინგლისური "სარასენსის" მარჯვენა ბურჯი ვინსენტ კოხი, "შარქსის" ფრთა სბუ ნკოსი და "სტორმერსის" ჰავბექი ჰერშელ იანტისი. 

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის სარაგბო დირექტორის რასი ერასმუსის თქმით, მდგომარეობა საგანგაშო არ გახლავთ, ისინი კოვიდ პროტოკოლს ზედმიწევნით იცავენ და ამ ეტაპზე არც საქართველოსთან ტესტ-მატჩებს და არც ლომებთან სამმატჩიან სერიას საფრთე არ ემუქრება. ერასმუსმა აღნიშნა, რომ სამწვრთნელო შტაბის და მენეჯმენტის წევრებიდან ინფიცირებული არავინაა, ხოლო დავირუსებულ მორაგბეებს სიმპტომები არ აღენიშნებათ და თავს კარგად გრძნობენ. 

"სპრინგბოკსის" უახლოესი გეგმების შესახებ სავარაუდოდ ახალ ინფორმაცია უახლოეს საათებში გავრცელდება. გუნდმა გუშინდელი დღე თვითიზოლაციაში გაატარა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკაში უკვე ჩაფრინდა. პირველი მატჩში 2 ივლისს პრეტორიაში გაიმართება, ხოლო 9-ში მსოფლიო ჩემპიონებს იოჰანესბურგში ვეთამაშებით. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)