საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა მოსკოვის ეტაპის პირველ დღეს პოლონეთს მოუგო, ესპანეთთან და პორტუგალიასთან - დამარცხდა

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა მოსკოვის ეტაპის პირველ დღეს პოლონეთს მოუგო, ესპანეთთან და პორტუგალიასთან - დამარცხდა

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, რომელიც 26-27 ივნისს მოსკოვში იმართება, პირველ სათამაშო დღეს, ჯგუფურ ეტაპზე სამი შეხვედრა ჩაატარა. 

ჩვენი გუნდი პირველ მატჩში პორტუგალიას ეთამაშა და დაძაბულ ბრძოლაში 14:17 დამარცხდა, მეორე მატჩში ლისაბონის ეტაპის გამარჯვებულ ესპანეთთან დიდი სხვაობით 0:38 წააგო, ხოლო დასკვნით მატჩში პოლონეთს დიდი სხვაობით 42:0 სძლია და ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა. 

საქართველოს 7-კაცა ნაკრები დღეს პლეი-ოფში მასპინძელ რუსეთს ეთამაშება. მატჩი თბილისის დროით 12:36 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)