სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Levan Verdzeuli
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ნიდერლანდებთან მოგებული (48:15) შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
შარიქაძე ნიდერლანდებთან ნაჩვენები თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ გახლდათ და დარწმუნებულია, რომ "ბორჯღალოსნები" მომდევნო მატჩში უფრო ხარისხიან და საინტერესო რაგბს ითამაშებენ.
"მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა ბევრად უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ჩვენი დღევანდელი მეტოქე, დარწმუნებული ვარ უფრო ხარისხიან და საინტერესო თამაშს ვაჩვენებთ. უთამაშებლობა ყველა გუნდისთვის პრობლემაა, თუმცა სამხრეთ აფრიკა ისეთი დონის გუნდია, რომ შესაძლოა ეს მათ დიდად არც დაეტყოთ. მათ უმაღლესი დონის შემსრულებლები ყავთ. ჩვენთვის ამით არაფერი იცვლება და ფოკუსირება საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიფიქროთ წარმატებაზე", - განაცხადა შარიქაძემ.
საქართველოს ნაკრები 2 და 9 ივლისს გასვლაზე სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება, ხოლო ზაფხულის ტესტების დასკვნით მატჩში 17 ივლისს შოტლანდიას "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.